სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

    საზარელი შემთხვევა ატენის ქუჩაზე - ახალგაზრდა ბიჭმა ლევან აბაშიძემ დედა- ირინე გედევანიშვილი და და თაკო აბაშიძე მოკლა შემდეგ კი, თავი მოიკლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

    "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ლევან აბაშიძეს დასთან კონფლიქტი ჰქონდა და სწორედ ამას მოჰყვა უბედური შემთხვევა. თუმცა, ახლობლები დეტალებზე არ საუბრობენ.

    მათივე თქმით, ლევანი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×