რეზონანსი
17.11.2019

31 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ყოფილი ცოლი და შვილები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ საზარელი ტრაგედიის წინა დღეს მას პოლიციისგან შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

გაშორებულ მეუღლეებს 4 ბიჭი ჰყავდათ. ერთი მათგანი გადარჩა და კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტრაგედია აშშ-ში, სან დიეგოში მოხდა მოკლული ქალბატონის ბინაში მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ ბინიდან ხმამაღალი ოჯახური ჩხუბის ხმა ესმოდათ, შემდეგ კი პისტოლეტის რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც სიჩუმე ჩამოწვა.

მოკლული ქალის და აცხადებს, რომ ყოფილი ქმარი განქორწინების შემდეგ ხშირად ემუქრებოდა ყოფილ ცოლს მოკვლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×