რეზონანსი
17.11.2019

 ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ფოტოს ავრცელებს და წერს:

„არც მე მაქვს ჩაი და ყავა. ასე უპასუხა ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ (2012 წლის მარტის თვეში) ჩემს ბრალდებებს, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის რიგები დავტოვე.

გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს არ გვქონდა სამუშაო პირობები ( ინტრიგების, პროვოკაციების და გამუდმებული თვალთვალის პირობებში ), ოფისში არ იყო ჩაი და ყავა, რის გამოც აქტივისტ გოგონებს არომატული სასმლის ერთჯერადი ფითილები სახლიდან მოჰქონდათ.

მე ამის შესახებაც ვისაუბრე ერთ-ერთ ჟურნალისტთან, ვრცელ ინტერვიუში. იმდენად უყურადღებოდ ვიყავით მიტოვებულები, რომ ჩაის და ყავას ჩვენ ვყიდულობდით-მეთქი... მთელი ინტერვიუდან ამ ფრაგმენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქსელში, როგორ ივანიშვილის ახალგაზრდულ გუნდში ჩაის არ ასმევენ ბავშვებსო?

იქამდეც და მას შემდეგაც ბევრი ჩაი დაილია, თუა პარლამენტში, (შევარდნაძის ტრიბუნასთან), თუა ქუჩაში!

ივანიშვილის ყავის მწრუპავი ელიტა კი, ხანაც თავიანთი თანაგუნდელების (დეპუტატების და მინისტრების ) პირად ცხოვრებაზე ქილიკობდა, ხანაც ნაცების, მაგრამ ეგ იქეთ იყოს.

მოგვინებით გავიგე, რომ ჩაის და ყავის ფული, იმ ადამიანებს შეუჭამიათ, რომლებსაც ახალგაზრდული გუნდი ებარათ.

"ფორმულას" ფეიბსუქ გვერდიდან ვგებულობთ რომ ქუჩაში გამოსული ახალგზრდები იქ მისულ თანამოაზრეებს ჩაით და ყავით უმასპინძლდებიან. საინტერესოა როგორ ჩაის დაალევინებენ ივანიშვილს; შეგრილებულს თუ ძალიან ცხელს? მის გუნდში ხომ ჩაის ფულს ყოველთვის ზოგავდნენ?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×