სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

    სოფელ ყინწვისში 11 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემაძრწუნებელ თვითმკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც მეზობლები ამბობენ, ჩამომხრჩვალი შვილი პირველად დედამ ნახა.

    „ბავშვის დედა გორის რაიონში იყო გათხოვილი, რამდენიმე ხნის წინ ქმარს გაშორდა და ყინწვისში მშობლებთან დაბრუნდა. ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავდა, გოგონა მამას დაუტოვებია, აღსაზრდელად, ვაჟი კი დედამ წამოიყვანა. არავინ იცის, რა მოხდა და - რატომ. შესაბამისი ორგანოები იკვლევენ მომხდარს. დიდი უბედურება ტრიალებს ოჯახში და ვუთანაგრძნობთ ჭირისუფალს“, - განაცხადა   „პრაიმტაიმთან“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზღუდერის თემის წარმომადგენელმა, იური ქობესაშვილმა.

    „ახლა ვესაუბრე ოჯახს. ტრაგედიის გამომწვევი სავარაუდო მიზეზიც კი არ არსებობს. ბავშვს არც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა და არც რამე თამაშდამოკიდებულება. ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო", - განაცხადა ყინწვისის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, მადონა სხირტლაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×