სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.11.2019

    (რეზონანსი) ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    "ოჯახი არ მეგულება საქართველოში ვაჟა გაფრინდაშვილთან რაიმე შეხება რომ არ ჰქონოდა - ამ არაჩვეულებრივ ექიმთან და პიროვნებასთან.

    როგორც ერთი ჩემი მეგობარი წერდა აქ, ამოასხა კაცს ამდენმა შეურაცხყოფამ, ამდენმა უსამართლობამ და დამცირებამ და თითოეული ჩვენგანის მიერ გადასადგმელი ნაბიჯი გადადგა.

    დღეს ის რუსი ოკუპანტების უკანონო პატიმარია. კაცმა არ იცის რა დღეში ჰყავთ იქ. ერთი სიტყვა უნდა ეთქვა, ეღიარებინა, რომ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და თავისუფალი იყო. მე ჩემს ქვეყანაში ვარო და დატოვეს პატიმრობაში.

    აი ეს გვახსოვდეს ყველას, როცა არჩევანის წინაშე დავდგებით ჩვენს უბადრუკ ყოფასა და თავისუფლებას შორის!

    ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს ჩვენზე თავისუფალია!"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×