სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.11.2019

    (რეზონანსი) პოლიტიკური მოძრაობის "ტრიბუნა", დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე, პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება.

    "ივანიშვილის მართლა მჯეროდა, მაგრამ მან მილიონობით ადამიანის სიყვარული, უღირს და მონა დეპუტატებზე გაცვალა.

    ჯობდა მართლა არ მობრუნებულიყო ამ პოლიტიკაში და მაშინ დაქცეულიყო ის „ქართული ოცნება", მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ 7 წლის განმავლობაში ივანიშვილს თუკი რამ სიკეთე ჰქონდა ნაკეთები, პრაქტიკულად ყველაფერი გადაიფარა.

    ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნებას" ჯერ ბოლომდე ვერ გაუაზრებია, რამხელა პროტესტია ქვეყანაში.

    რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდებზე, რომლებიც აპროტესტებენ ყველაფერ უღირსს, რაც ქვეყანაში ხდება, უფროსი თაობას, ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში იცავდნენ და ნერგავდნენ სიტყვის კაცობას, აი მათ გააწნა ყველაზე დიდი სილა დღეს „ქართულმა ოცნებამ", მთელ მათ ნაცხოვრებს ხაზი გადაუსვა.

    ასე რომ, თუ ჰგონიათ, რომ ჩვენ ასე უსუსურად ვიდგებით პარლამენტთან და ესენი თბილი კაბინეტებიდან, ან თბილი ავტომანქანებიდან დსცინებენ ხალხს, ძალიან ცდებიან!

    პროტესტი იქნება სერიოზულ! პროტესტი იქნება რეგიონებშიც!

    ამას მე ვპირდები ოცნებას!" - აცხადებს ჭიჭინაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×