სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.11.2019

    (რეზონანსი) პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან. აქციის მონაწილეების მთავრაი მოთხოვნებია:

    შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა.

    აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა „სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

    „არანაირი ცვლილება არ მომხდარა. მთავარი ამბავი არის ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მოეწყოს გრძელვადიანი აქციისთვის. დაემატოს კარვები, გათბობის საშუალებები. ვემზადებით ხვალინდელი აქციისთვის, რომელიც პირველი ტესტი უნდა იყოს იმისა, თუ რამდენი ვართ მზად ბრძოლისთვის და მტერს გამოვსტაცოთ ჩვენი ქვეყანა. ხვალ, 15:00 საათი არის ყველაზე მთავარი დრო, როცა ხმამაღალი განცხადებების გაკეთება უნდა დავიწყოთ. დღეს დილით პოლიციამ შეგვაჯანჯღარა, კლანჭები გამოაჩინეს, როგორც ჩანს არაფრის დათმობას არ აპირებენ", - განაცხადა მაქარაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×