სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.11.2019

      ბიზნესმენი და რაინდი ლევან ვასაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს საღვთო კანონს უკავშირებს.

    ვასაძის თქმით, ეს დაპირისპირება იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლებამ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება არ აკრძალა.

    "ეს ხელისუფლება და ეს სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება განწირულია, ეს საღვთო კანონია, რომელიც ფიზიკის კანონებზე ძლიერია. როგორც გასულ ზაფხულს პრაიდის მცდელობას მოჰყვა არეულობა ქვეყანაში, იგივე ხდება ახლაც რუსთაველის პროსპექტზე, უარესი მოხდება ვშიშობ, რადგან ზაფხულში სახელმწიფომ ისმინა ერისა და ეკლესიის ხმისა და გააუქმა ის პრაიდი, ახლა კი არა. არავინ იცის რა ფორმით წარიმართება არეულობა და რამდენ ხანს გაგრძელდება,"- განაცხადა ვასაძემ.

    ლევან ვასაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას "ლიბერალური ურჩხულის ნაშიერებს" უწოდებს, რომელსაც "ქართველი ერი შესაჭმელად ჰყავს გამზადებული". რაინდის თქმით, გამოსავალი რევოლუციაშია, რომელიც შესაძლოა ძალისმიერიც იყოს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (17.11.2019)
    გაგიჟდი ვასაძევ? კ ი ტ ო ვ ა ნ ი ს ნაშიერი ხარ? რა "ბედნიერებაც" მოგვიტანა იმან, ხომ ვნახეთ! ჩატარდება არჩევნები და დალაგდება სიტუაცია. ეს 1 წელი უნდა გავძლოთ ყოველგვარი ძალადობის გ ა რ ე შ ე ! გაუფრთხილდით სამშობლოს--ის არის მ თ ა ვ ა რ ი მისახედავი!

    Zura   (17.11.2019)
    Getanxmebi levan

    anne   (16.11.2019)
    ME TQVENI FAVORITI! Didi pativiscemit vikavi ganwkobili tqvens mimart,samwuxarod tqvenve shemacvlevinet azri,eiigi tqvenc mtavrobis martveloba gindai, bindzur politikisatvis ibrdzvit? gaubedurebul xalxs mouwodebt revoluciisaken? ras nishnavs revolucia?,xalxi gamoikenot ertmaneti amoxocon da tqven sataveshi moxvidet???amdeni fulis patronebs ufro meti gindat? rit ver kmakofildebit rac gmertma mogcat???????????

    tatoo   (16.11.2019)
    ეს ჩაის ჭიქა რამეს არ გაგონებთ?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×