სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.11.2019

      ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, კოლეგებს საოკუპაციო ხაზთან მასშტაბური პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    „გუშინ, „გორმედის" სამედიცინო ქსელის და გორის ტრავმატოლოგ-ორთოპედთა სახელით გავავრცელეთ განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტი.

    გუშინდელ დღესვე პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ.

    შორს წასვლა საჭირო აღარ არის, აგერ უახლოესი ისტორიის გმირული მაგალითები გვაქვს თვალწინ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - გურამ გაბისკირია, გიორგი ანწუხელიძე, არჩილ ტატუნაშვილი...

    ბატონი ვაჟა კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება და არ ჩანს სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები და პროტესტი, რომელიც ღიად უნდა გამოხატოს ხელისუფლებამ, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქმე გვაქვს ძალიან ცნობილი, კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან. არ უნდა გვქონდეს მხოლოდ ოკუპანტების და სეპარატისტების „კეთილგონიერების" იმედი, არ იციან, რომ ექიმი ომის დროსაც ექიმია (ამის მაგალითად 2008 წლის ომის დროს დაბომბილი გორის ჰოსპიტალი და დაღუპული გმირი ექიმი გიორგი აბრამიშვილიც კმარა).

    ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ და ერთად გამოვხატოთ მრავალრიცხოვანი პროტესტი თუნდაც ე.წ. საოკუპაციო ზოლთან ახლოს, რომელიც გაშუქდება როგორც ჩვენი ქვეყნის, აგრეთვე საერთაშორისო მედიასაშუალებებითაც", - ნათქვამია ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×