სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.11.2019

      საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უმრავლესობასა და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეტა და განაცხადა, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს.

    მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

    „შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით" - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს.

    შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×