რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის მიზნით დაგეგმილ საპროტესტო აქციებს, პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდება.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშილმა განაცხადა, ხელისუფლების წასვლის მოთხოვნას ყველგან გააპროტესტებს.

"ამ უსამართლო ხელისუფლების მიმართ წამოწყებულ მშვიდობიან აქციას ყველგან შევუერთდები. ჩემი მოთხოვნა პირველივე დღიდან არის ის, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული. ასევე, ჩემი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება გადადგეს და ნორმალურ ხელისუფლების პირობებში ქართველ ხალხს ცხოვრების უფლება ჰქონდეს. ახლა, რომ გამოდის ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თოთო ბავშვს ვუწოდებ და აცხადებს, რომ ვინც "ოცნებას" მხარს არ უჭერს, ყველა "ნაციონალიაო". აი, მეც "ნაცი" ვარ და მისი თქმის არ იყოს, ყველა „ნაციონალს" ვუერთდები", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. "2020NEWS" - სთან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა.

საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგ წავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×