რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს.

ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდება.

თალაკვაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×