სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

     

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების საკითხზე შეფასებებისგან თავი შეიკავა. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში მძლავრი პოლიტიკური ძალა იქმნება, რომელიც არჩევნებში "ქართულ ოცნებას" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

    "გავაანალიზეთ, ყველამ თავისი აზრი თქვა იმასთან დაკავშირებით თუ რამ გამოიწვია ასეთი განვითარება. მგონია, რომ საზოგადოება არ არის ერთი სახის მხოლოდ, მოსაზრებები ძალიან ბევრია, ესემესებსაც ვღებულობთ, ყველამ შევაჯამეთ რა ინფორმაციებიც მივიღეთ ფოკუს ჯგუფებისგან, რომლებთანაც მუდმივი ინფორმაცია გვაქვს. რასაკვირველია, პროპორციულ არჩევნებს შეეძლო ეს სიტუაცია თავიდან აეცილებინა, როდესაც ყველა ერთად კისრულობს პასუხისმგებლობას სტაბილურობაზე, მაგრამ არის მეორე საპირისპირო აზრიც, რომ პირიქით, ეს მდგომარეობა, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ქუჩაში, არის გარკვეული პროექცია იმისა, რაც ჩვენ 2020 წლიდან მოგველის პარლამენტში, თუკი ვერავინ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, მთავრობა ვერ შეიქმნება და ქვეყანაში კრიზისი დაიწყება. მე მაინც პროპორციულის თემას ასე ადვილად ვერ დავთმობ, მაგრამ არის მთავარი საკითხი, - შერეულში არის პროპორციულიც და მაჟორიტარულიც. საკმაოდ მძლავრი გაერთიანება შეიქმნა პოლიტიკური, რასაც ვუყურებთ ახლა ნათელაშვილის ოფისში და საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური ძალა შეიძლება წარმოიქმნას, რომელიც არჩევნებში და არა ქუჩაში "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

    კითხვაზე, თუ რატომ არ უერთდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილ ადამიანებს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფში მას პერსპექტივა არ აქვს.

    "მე შეიძლება პროპორციული სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ არა ვარ იმის მომხრე, რომ საერთო ენა გამოვნახო ადამიანებთან და უმრავლესობის წევრობის ხარჯზე გადავინაცვლო იმ ჯგუფში, რომელშიც მეც და ბევრ ჩემს კოლეგას პერსპექტივა არ გვაქვს.

    უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია, საწინააღმდეგო პოზიციების ადამიანების გარიცხვა პარტიიდან, რომლებიც წინასწარ ვიცოდით, მიუღებელია, რადგან ეს ქვეყანას დააზიანებს. უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    555   (14.11.2019)
    ვოლსკი დაგაჯვი თავზე, ასეთი უვარგისი იყავი ახალგაზრდობაშიც, ყოველთვის ქვეშიდან გამოდიოდი და ყოველთვის ჩაწყობით ცხოვრობდი , გაიხსენე , არ თქვა არაო გადახედე შენს ბიოგრაფიას, ღმერთი დაგსჯის აუცილებლად! ფეხებზე გიკიდია ქვეყანა !


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×