სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

     

    „ლეიბორისტულ პარტიაში" შეკრებილი ოპოზიციური გაერთიანებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

    როგორც შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საერთო მოთხოვნაა, რომ ვადამდელი არჩევნები პროპორციულ წესით დროებითი მთავრობის პირობებში გაიმართოს.

    „სხვა მხრივ, ჩვენ რაც არ უნდა პროცესი ვწელოთ და რაღაც პროცესში შევყვეთ „ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს, ისევ მოგვატყუებენ. რაც მთავარია, დღეს მათ ღირსება აგვყარეს, ეს ღირსება უნდა დავიბრუნოთ, აღვიდგინოთ ჩვენი ღირსება და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ნორმალური ქვეყანა და არა ქვეყანა, სადაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს და იმ ვითომ თავისუფალი არჩევანის მქონე დეპუტატებს, რომლებიც სუს-ის მიერ არის ჩასმული სიაში", - აღნიშნა ვაშაძემ.

    გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას აქციების გზით გეგმავენ.

    "ვადამდელი პროპორციული არჩევნებისთვის არის კონკრეტული პროცედურები, ამაზეც სამართლებრივად გვქონდა საუბარი. ბიძინა ივნაიშვილმა არათუ ამოწურა თავის თავი, თავზე დაგვახია კონსტიტუცია და სილა გაგვაწნა. ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვაპატიებთ. უნდა ვიყოთ შეურიგებლები. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, გამოდით, იწყება უწყვეტი საპროტესტო პროცესი, რომელმაც უნდა მიიყვანოს საქართველო გამარჯვებამდე. ღირსება უნდა აღვიდგინოთ",-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    simartle   (14.11.2019)
    tqven da girseba? kvelani ertnairebi xart mtavrobashi,mxolod xalxia martali da gansxvavebuli tqvengan!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×