რეზონანსი
14.11.2019

რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის იმ წევრთა შეხვედრა დასრულდა, რომლებიც ხვალ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, დეპუტატები საკუთარ პოზიციას არ გადახედავენ, არ დაემორჩილებიან პარტიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას და სიმბოლურად, პროექტის წინააღმდეგ ხმას 41 დეპუტატი მისცემს.

„მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვა პარლამენტის წინ შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა. რეალურად კი, რეგიონებში მოსახლეობას არ სურს მაჟორიტარების გარეშე დარჩენა. ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ და ხალხი ამას ხვდება. ამიტომ, ხვალ კანონპროექტი კენჭისყრაზე ან არ დადგება, ან ჩავარდება“, - განუცხადა "ალიას" ერთ-ერთმა დეპუტატმა.

შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ ხვალ კენჭისყრა არ შედგეს, რადგან ჩავარდნის შემთხვევაში, წელს მისი მიღება, პრაქტიკულად, ვეღარ მოესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×