სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.11.2019

      მეხანძრეები მოსახლეობას მოუწოდებენ, თუ ტყიდან დასახლებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა ხანძარი, შეგვატყობინეთ აუცილებლადო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, რეალურად, ახალგორში ხანძარი მეხუთე დღეა მძვინვარებს და არა მეორე, როგორც ამას ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო" ავრცელებს.

    „ახალგორის ტერიტორიაზე უკვე მეხუთე დღეა ტყის მასივი 3 ადგილზე იწვის. კერები სხვადასხვა ადგილებშია. პირველი ეს არის სოფელ ახმაჯთან, რომელიც არის ქართული მხარის მიერ ბოლო კონტროლირებადი ტერიტორია. ასევე, სოფელ წუბენთან და ერთი ცეცხლის კერა სოფელ წინაგართანაა. ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ დიდ ფართობზეა სამივეგან ცეცხლი და ეს ისეთი ადგილებია, სადაც სამანქანო გზა არ არის. ხანძრის ხელით ჩაქრობის შესაძლებლობა გამორიცხულია. სახანძროში დავრეკე, ღამით ვერ მუშაობენ, მაგრამ მითხრეს დღესაც წავალთო. ვერტმფრენის გარეშე ცეცხლის ჩაქრობის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. საბედნიეროდ ქარი არ არის, თორემ უფრო დიდ პერიმეტრზე გავრცელდებოდა. მეხანძრეები მოსახლეობას მოუწოდებენ, თუ ტყიდან დასახლებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა ხანძარი, შეგვატყობინეთ აუცილებლადო", - განცხადა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში თამარ მეარაყიშვილმა.

    ოსური მედიის ინფორმაციით, ლენინგორში (ახალგორი) უკვე მეორე დღეა ხანძარს ვერ აქრობენ. ე.წ.სამხრეთ ოსეთის „საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს" ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. მათივე თქმით, ადგილი სპეციალური ტექნიკისთვის მიუდგომელია. ე.წ. სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ლაზაროვი აცხადებს, რომ მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციისთვის ყველაფერს აკეთებენ და უკვე მობილიზებული ჰყავთ 20 მოხალისე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×