რეზონანსი
13.11.2019

 

ან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ან ისეთ ქუჩას მივიღებთ, რომელიც არ უნახავთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განცხადა.

მანვე უმრავლესობის წევრების ქმედება შეაფასა და მას უნიჭო სპექტაკლი უწოდა.

"არ ვიცი, რა იყო გუშინდელი უნიჭო სპექტაკლის მიზანი, ჩვენი მოკავშირეებისთვის ეჩვენებინათ, რამდენად ძნელია იყო დემოკრატიულ საქართველოში დაპირება შეასრულო, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ რამდენად შიდა დემოკრატია აქვთ ე.წ. "ქართულ ოცნებაში", მაგრამ ამის შედეგი იქნება მარტივი - ან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ან ისეთ ქუჩას მივიღებთ, რომელიც არ უნახავთ.

დარწმუნებული იყავით, რომ დღეს ყველა მისცემს ხმას, გაზაფხულზეც მისცემენ ხმას, რადგან, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რადიკალურად გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა იქნება იანვარში, თებერვალსა და მარტში იმისთვის, რომ გაზაფხულზე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, ეს ადამიანი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს",- განაცხადა ვაშაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×