რეზონანსი
13.11.2019

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მომხდარ ავარიას აფხაზეთიდან დევნილი, ზუგდიდელი, 19 წლის ლუკა ჟვანია ემსხვერპლა. მიკროავტობუსი ჯერ განათების ბოძს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ამოტრიალდა, რამაც ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

„მაღლივ კორპუსთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი ზუგდიდელი 19 წლის ლუკა ჟვანიაა. მის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ამ წუთებში თბილისიდან ზუგდიდში მიასვენებენ.

ის სტუდენტი იყო და პარალელურად დისტრიბუციაში მუშაობდა. ავარიის დროს მგზავრი დაშავდა, სავარაუდოდ, ის ქალბატონი მისი თანამშრომელი იყო“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×