რეზონანსი
12.11.2019

  "საქართველო არის ფუნდამნტურად ქრისტიანული ქვეყანა,რაც ნიშნავს ტოლერანტობას ჰუმანურობას და ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას",- აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტი გამოეხმაურა იმას რაც ქვეყენაში ხდება, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" არ გაშვების გამო კინოთეატრებში.

"ეს არის სრულიად ინსპირებული. საქართველოში მეტი პრობლემა არ არის ვიდრე ფილმების გარჩევა!? რა გეფილმებათ საქართველოში, რეალურ საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ".

"ვერ ვხვდები რა პრობლემაა ვინც უნდა წავიდეს და ნახოს, ის ვინც ამას აკეთებს, უკეთებს რეკლამას და ამ ყველაფრით ამ ფილმის შესახებ გააგებინეს ქყვენის 90%-ს, რაც მთავარია მიაღწიეს იმას, რომ თემა გადაიტანეს ისევ სხვაგან, თავზე გენგრევათ ქვეყანა რა დროს ფილმებია მეგობრებო", -აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×