სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

      „...მამამ დედას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. დედა ხელებს იფარებდა სახეზე... მამა განაგრძობდა ცემას. დედა ტიროდა და ამბობდა, რომ ტკიოდა..." - მოსამართლეს ეს ბავშვებმა უთხრეს. მათი დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. სამი არასრულწლოვნის მამა გაასამართლეს, თუმცა ის უკვე სახლშია. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით სასჯელად.

    ინფორმაციას ამის შესახებ "ნეთგაზეთი" ავრცელებს.

    შემთხვევა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გურამ ბ.-მ 9 მაისს ცოლს ხელი სახეში დაარტყა და ფეხები - სხეულის სხვადასხვა არეში, 11 მაისს კი, ქმარმა ცოლს ცემის შემდეგ ხელზე ანთებული სიგარეტი მიადო და დანა დაუსვა. ბოლო შემთხვევას ორი არასრულწლოვანიც შეესწრო.

    9 მაისის ეპიზოდში მოსამართლემ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია, რადგან პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა - დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია.

    მომზადდა ექსპერტიზის დასკვნაც:

    „...აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დამწვრობითი უბანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დამწვრობითი უბანი განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მოქმედების შედეგად. სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით..." - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

    მოსამართლეს ბრალდებულმა უთხრა, რომ 11 მაისს ცოლს მართლა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ უარყო სიგარეტით დამწვრობის მიყენება. 

    მოსამართლემ ვერ დაინახა ბრალდებულის დაპატიმრების საჭიროება. სასჯელის განსაზღვრის დროს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღნიშნა, რომ:

    „სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ აღიარებს და ინანიებს, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, არ აპირებს დაზარალებულთან კონფლიქტის გაგრძელებას; აქედან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, გაგრძელდეს მისი იზოლირება საზოგადოებისაგან. თვლის, რომ პირის რესოციალიზაციის საწყისი უკვე არის სახეზე".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×