სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

    24 წლის გარდაცვლილი ბიჭის, შაკო ბარამიძის ოჯახი ავრცელებს საგანგებო განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, გარდაცვლილის ოჯახის წევრები ემიჯნებიან „გირჩის“ განცხადებას:

    „აწ გარდაცვლილი შაკო ბარამიძის მშობლების და ოჯახის საგანგებო განცხადება!!!

    პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

    გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.

    ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.

    გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოფოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. 

    გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.

    გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა“, - წერს შორენა ჩახვაძე. 

    შეგახსენებთ, რომ დღეს „გირჩმა“ განცხადება გაავრცელა, რომლი თანახმად ავარიაში გარდაცვლილ 24 წლის შაკო ბარამიძესთვის სამტრედიისა და ხონის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე საბა წესის აგების საშუალებას ოჯახს არ აძლევს, რადგან ის „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი იყო, რომელსაც სავარაუდოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით მიმართა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    maia   (13.11.2019)
    es sabuti mxolodamxolod erti ramistvis schirdebat, jaris gadavadeba.sxva araferi,rit ver gaigeet, 2000 lari sadaakvt aba ojaxebs,saxelmwifo ro txovt

    ლინდა   (12.11.2019)
    გირჩელები უკვე ყველაფერს კადრულობენ! ვერ გავიგე რა უნდათ ამ მარიხუანით დაბინდულ- დაშოკილ სამარცხვინო არსებებს, რა სისულელეს აღარ ანვითარებენ, ამ უპატრონო ქვეყანაში "მსხნელად" მოგვევლინენ სამარცხინო არსებები. გადმოუგდიათ მეტრიანი ენები და რა უაზროებს ატლიკინებენ. ეს ახალგაზრდები რაღამ გამოაშტერათ, ვერ გამიგია, ცოტა დაფიქრდით ადამიანებო!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×