სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2019

    (რეზონანსი) გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მას ჰქონდა კითხვის ნიშნები რატომ არ ნახულობდა პატრიარქი მის ძმას.

    დეკანოზის ძმის განცხადებით, მისი ვარაუდები გამართლდა და ეპისკოპოსები არ უარყოფენ, რომ ეკლესიაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები არსებობს.

    "ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იყო რატომ არ ნახულობდა პატრიარქი ჩემს ძმას, რატომ არ მიდიოდა, რატომ არ იწყალებდა. მე ჩემი ვარაუდები მაქვს. ჩემი ვარაუდები გამართლდა იმ ფორმით, რომ ამ თემებზე დაიწყო ლაპარაკი, არა მხოლოდ მეუფე პეტრე, მეუფე ანტონიც ადასტურებს. შეიძლება, სახელებისა და გვარებს არ ამბობენ, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთი ეპისკოპოსი უარყოფს, რომ ეკლესიაში ჰომოსექსუალობაა," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, სადაც სინოდის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიემართათ.

    ფორმულა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (12.11.2019)
    ეს პრობლემა ყ ვ ე ლ გ ა ნ არის, სადაც მხოლოდ მამაკაცები საქმიანობენ. რომის პაპმა -საფრანგეთში კომპენსაციის გადახდა დააანონსა-- მამათმავალ ეპისკოპოსებისგან გაუპატიურებულ ბიჭებისადმი. რაღა აქ მომხდარი უბედურებები გაკვირვებთ? პატრიარქი და სინოდი მიხედავს ე კ ლ ე ს ი ა ს. ჩვენ ღმერთი გვწამს და რწმენას ვერაფერი შ ე ბ ღ ა ლ ა ვ ს!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×