სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2019

    (რეზონანსი) გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" განცხადებას აკეთებს. ადვოკატის თქმით, ილია II-ს გადაწყვეტილი ჰქონდა, თავდებად ჩასდგომოდა დეკანოზს.

    "ჩვენი შეხვედრა პატრიარქთან შედგა გერმანიიდან რომ ჩამობრძანდა და პატრიარქი იყო მზად, რომ პირად თავდებში ჩასდგომოდა და გამოძიების დასრულებამდე ყოფილიყო თავისუფალი დეკანოზი. შემდგომ შეაცვლევინეს ეს პოზიცია. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს პოზიცია შეაცვლევინა შორენამ. პატრიარქი დააყენეს არჩევანის წინაშე: თუ დეკანოზი გამოვიდოდა გარეთ, მას გაასამართლებდნენ ლინჩის წესით, რადგან პატრიარქის მოკვლა უნდოდა. თუ გავიხსენებთ, რა განცხადებები გააკეთეს მაღალი თანამდებობის პირებმა მეორე-მესამე დღეს დაკავებიდან, ალბათ ყველასთვის ნათელი იყო რა სურათთან და რა რეალობასთან გვქონდა საქმე" - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×