სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2019

     

    "მქონდა ინფორმაცია, რომ ფილმს ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იღებდნენ, ბავშვებთან და მშობლებთან ჩემი რიგი პასუხისმგებლობა მეკისრება" - ამის შესახებ თეატრ „მეორე სახლის" ხელმძღვანელი, ნინო მესხი აცხადებს, რომლის არასრულწლოვანი მოსწავლეები ლევან აკინმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ" გადაიღო.

    როგორც მესხი ამბობს, ფილმის გადამღები ჯგუფი ვალდებული იყო აეხსნა, რა ფილმზე იყო საუბარი.

    „ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები გვიან ღამით დამიკავშირდნენ. ორი ბავშვი სჭირდებოდათ, ვინც ცეკვა იცოდა. დილით გადაღებაზე დავიბარე, მივეცი მშობლების ნომრები. ჩემი ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იყო ეს ფილმი. ჩემი რიგი პასუხისმგებლობა მეკისრება ბავშვებთან და მშობლებთან. ვალდებულები იყვნენ, ერთი ფრაზით მაინც აეხსნათ ამ ფილმის შესახებ, თუკი თემა იყო ასეთი სენსიტიური. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მსგავს სიტუაციაში ჩავვარდებოდი დღეს",- განაცხადა ნინო მესხმა.

    შეგახსენებთ ორი არასრულწლოვანის მშობელი, რომელთა შვილებიც ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ" გადაიღეს, პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ზურაბ ღვინიაშვილმა და ზიზი ტოგონიძემ განაცხადეს, მათი შვილები ფილმში მოტყუებით გადაიღეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×