სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2019

      ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე, ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

    ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×