სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2019

    (რეზონანსი) კინოთეატრ „ამირანთან" აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ე.წ. პიროტექნიკით ერთი სამართალდამცველი ფეხის არეში დაშავდა.

    დაშავებული პოლიციელი კინოთეატრ „ამირანის" შენობაში შეიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, დაკავებულია.

    „ქართული მარშის" წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში" შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

    აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები „სირცხვილია, სირცხვილი".

    ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

    აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×