რეზონანსი
08.11.2019

(რეზონანსი) კინოთეატრის მიმდებარედ, სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა უნდა გაიმართოს, ყვითელი ავტობუსები მიიყვანეს.

And Then We Danced-ის სეანსამდე რამდენიმე საათით ადრე ფილარმონიასთან ყვითელი ავტობუსებით პოლიციაა მობილიზებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შსს-ს მოქალაქეები დაძაბულობის კერიდან სწორედ აღნიშნული ტრანსპორტით გადაჰყავს.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და "ქართული მარში" პრემიერის ჩაშლითა და კინოთეატრების პიკეტირებით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი კი აცხადებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა გაიმართება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×