სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.10.2019

     „ჩემს პრობლემებზე მინდა გესაუბროთ. 2,5 წელია, რაც ყაზახეთის ციხეში ვიმყოფები და ყველანაირ ძალას ვხმარობ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო“, - ამბობს პატიმარი ნუკრი გუტიძე, რომელიც ყაზახეთშისასჯელს იხდის.

    ნარკოდანაშაულის საქმეში მასთან ერთად სულ ხუთი ადამიანი ფიგურირებს. გუტიძე ირწმუნება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა სიმართლის დამტკიცებას ვერ ახერხებს.

    „ეს ციხე, მკაცრი რეჟიმის კოლონიაა. ძალიან მიჭირს ჩემი სიმართლის დამტკიცება. 2,5 წელის განმავლობაში დახმარების თხოვნით, არაერთხელ მივმართე საქართველოს საელჩოს, რომ ჩემი საქმე სამართლებრივად გამოიძიონ და ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო, მაგრამ საელჩო, პრაქტიკულად არანაირ დახმარებას არ მიწევს და არ მეხმიანება. ისინი, მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ ჩემთან ციხეში და ჩემი მდგომარეობა შეამოწმეს.

    შეთითხნილი ბრალდებით დაგვაკავეს ხუთი ადამიანი, აქედან ორი ქალი. 11 წელის მოგვისაჯეს. ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ნარკოტიკები გადაგვქონდა, მაგრამ დანაშაულში, არსებობენ სხვა პირებიც, რომლებიც ამ საქმეში რეალურად ფიგურირებენ, მაგრამ მათ ამ დრომდე არავინ ეძებს.

    რადგან მე არ ვარ ყაზახეთის მოქალაქე, უამრავ დაბრკოლებას ვაწყდები. ჩემთან ერთად, სხადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან, რომლებიც თავიანთი ქვეყნის საელჩოებს დახმარების თხოვნით მიმართავენ, რაზეც გამოხმაურება მყისიერად აქვთ. მე, რამდენჯერმე მივმართე საელჩოს, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი რეზულტატი არ არსებობს.

    ვითხოვ საქართველოში ექსტრადიციას, რომლის ხარჯებსაც, ჩემს თავზე ვიღებ. გადმომცეს, რომ ყაზახეთში სასჯელის ნახევარი უნდა მოვიხადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ჩემს საქართველოში ექსტრადიციას. ეს არის ჩემთვის უდიდესი პრობლემა.

    კანონმდებლობით, თუ საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყანაში დააპატიმრებენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა გაეცნოს დამნაშავის საქმეს და წარმომადგენელი უნდა გაუშვას იმ ქვეყანაში, სადაც პატიმარი იმყოფება, რათა გაუწიოს იურიდიული დახმარება, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. გთხოვთ, მომაქციოთ ყურადღება და გაეცნოთ ჩემი საქმის მასალებს. 3 თვის წინ, ზუსტად ამ საპყრობილეში, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო გადაიღეს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. სწორედ ამ საპყრობილეში ვარ უკვე 1,5 წელია. რადგან ქართველი ვარ, ქურდულ სამყაროს წარმომადგენლად მიმიჩნევენ და როგორ მაწამებენ, ვერ აგიწერთ. არ მინდა ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, რადგან შესაძლებელია, პრობლემები შემექმნას. ერთადერთი, ჩემი ყველაზე დიდი თხოვნა საქართველოს საელჩოსთან ის არის, რომ დიპლომატიური დახმარება გამიწიონ.

    მინდა, ასევე მივმართო საქართველოს პროკურატურას, რომ ჩემი საქმე გამოიძიონ. და ასევე გაეცნონ ჩემს მიერ გაგზავნილ წერილებს და დოკუმენტებს. მყავს ადვოკატი ინდირა მირზა მუჰამედოვა, რომელსაც ჩემი საქმის ყველა დოკუმენტი და დეტალური ინფორმაცია აქვს, რომელსაც 2,5 წელი ვაგროვებდით. გთხოვთ დამეხმარეთ“, - ამბობს პატიმარი ნუკრი გუტიძე.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×