სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.10.2019

     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს, რომელიც ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, სამართალდამცველებმა არაერთგზის მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა მოძრაობა.

    მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და განაგრძო სვლა, რა დროსაც რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემხვედრ ზოლში მოძრავ „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.

    „23 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში მანევრირების წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ „ოპელის“ მარკის ავტომობილი შენიშნეს. სამართალდამცველებმა დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს შეეწყვიტა მოძრაობა. მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და სოფელი რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა.

    რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი გადავიდა სავალი ზოლიდან და შემხვედრ ზოლში მოძრავ „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. ავტომობილის მძღოლი 1961 წელს დაბადებული ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში", – აცხადებენ შსს-ში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    roma   (24.10.2019)
    unda gadaecat da sxva ekipajs sheecherebina, gakideba ar iko sachiro


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×