სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

      პროკურორი სალომე ადეიშვილი, რომელმაც უწყება ხმაურით დატოვა, სკანდალური პოსტის შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. შესაბამისად, „პრაიმტაიმისთვის" ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი მისი ოჯახური ცხოვრებიდანაც.

    სალომეს დედა გვარად თადუმაძე ჰყავს, მამა კი, ცხადია, ადეიშვილი იყო. თუმცა მის ოჯახს ნათესაური კავშირი არ ჰქონია არც ყოფილ და არც ახლანდელ გენერალურ პროკურორთან.

    დედა ადვოკატი ლალი თადუმაძეა, მამა კი სალომეს წლების წინ გარდაეცვალა. გვიყვებიან, რომ ის სამტრედიის გამგეობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. დედამ ორი ქალიშვილი, ფაქტობრივად, მარტომ გაზარდა.

    „სალომეს დედა, ლალი თადუმაძე პირველად მაშინ ვნახე, როცა ჩემი პირველი საქმე ავიღე და ეს შეხვედრა მთელი ცხოვრებაა მახსოვს", - „პრაიმტაიმთან" ადვოკატი ლედი ტუკვაძე მის კოლეგასთან შეხვედრას იხსენებს, როცა თადუმაძის რჩევამ მის პროფესიულ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

    „მაშინ სოციალური ქსელი რომ ყოფილიყო, ლალი თადუმაძე ყველასთვის ცნობილი, ხმაურიანი ადვოკატი იქნებოდა. პირველი საქმე უნდა ამეღო - მძიმე ყაჩაღობის. სამტრედიის პოლიციაში ეჭვმიტანილი დაკავებული ჰყავდათ. მე ის სახაზინო წესით უნდა დამეცვა. ეს ბიჭი პოლიციელებმა სასტიკად გააფრთხილეს, შენი ადვოკატი მოვა და უნდა უთხრა, რომ მასზე უარს ამბობ და მის ნაცვლად ამ გოგოს ირჩევო - ჩემზე უთხრეს. ცოტა ხანში ჩოჩქოლი ატყდა, ლალი მოდისო და ოთახში ქალი შემოვიდა. პოლიციელები კედელზე აეკრნენ. ამ ბიჭმა უთხრა ის, რაც უბრძანეს. მახსოვს, ამ ქალმა გადმომხედა და ყოველგვარი ნიშნის მოგების და ცინიზმის გარეშე მითხრა - ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებ თავზე და წარმატებას გისურვებო. როცა გავიდა, დაკავებულმა ისე გახედა, გეგონებოდა საკუთარ თავისუფლებას აყოლებდა მას.

    შევარდნაძის მმართველობის დროს ტყვიასავით ეშინოდათ მისი. კარგი ოჯახი ჰყავდა. მეუღლე ავარიაში დაეღუპა და მას შემდეგ უფრო მეტად შვილების აღზრდაზე გადაერთო. ფაქტობრივად, მარტო გაზარდა, თუმცა ბავშვებს ფინანსურად ემიგრაციიდან მამიდა ეხმარებოდა. გოგონებისთვის არაფერი დაუკლია - თავისუფლად ზრდიდა. ყველა აქტივობაში ჰყავდა ჩართული და ყველამ ვიცოდით, რომ ლალის ნიშიერი შვილები ჰყავდა. ის იმდენად ძლიერი უფლებადამცველი იყო, რომ როცა გავიგეთ, მისი შვილი პროკურატურაში წავიდა, ცოტა გაგვიკვირდა კიდეც", - უამბობს „პრაიმტაიმს" ლედი ტუკვაძე.

    თავად ლალი თადუმაძე კი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ არ ჰქონია შვილთან კონტაქტი სამსახურში არსებულ პრობლემებზე. მისი გადაწყვეტილების შესახებ კი, საზღვარგარეთ წასულიყო, დაახლოებით ერთი თვის წინ შეიტყო.

    შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორმა სამსახური 6-წლიანი მუშაობის შემდეგ 15 ოქტომბერს დატოვა. სკანდალური პოსტი კი მან ამერიკაში გამგზავრების შემდეგ, გუშინ გამოაქვეყნა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    asa   (24.10.2019)
    მარტლა ვაი ხარრრრრ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×