სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

      თბილილის ყოფილი მთავარი პროკურორი, მაია მწარიაშვილი, პროკურატურის მოქმედი პრკურატურის სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.

    მაია მწარიაშვილისთვის სალომე ადეიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები უცხო არ არის.

    "ამ წერილს რომ გავეცანი არ დამრჩა განცდა, რომ რაიმეს მართალს არ ამბობს ეს ახალგაზრდა პროკურორი. ყველა ნიუანსზე ჩვენ საუბარი შეიძლება გაგვიჭირდეს, პრობლემების აღქმა ასე ვთქვათ, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, პროკურორის მოყავანილი ყველა პრობლემა ჩემთვის ნაცნობია. უბრალოდ ეს არის ერთი ადამიანის ხედვა, რომელიც მან დაინახა. ცხადია, ამ სისტემას აქვს პრობლემები. საერთოდ საჯარო სამსახურს აქცს უსერიოზულესი ზარვეზები ჩვენს ქვეყანაში. საჯარო სამსახური მთლიანად და პროკურატურა და სასამართლო მათ შორის დგას ნეპოტიზმზე, ფავორიტიზმზე და კორუფციაზე"- განაცხადა მწარიაშვილმა.

    თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ "ჩვენ უპასუხისმგებლო პროკურატურა მივიღეთ".

    "ეს გოგონა ზუსტად ასახავს იმ პრობლემას, რაც არსებობს. თანამდებობის პირს, პროკურორს ვერ ნახავთ დოკუნემტზე ხელმომწერს. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს - ქურდულად მუშაობენ"- აცხადებს მწარიაშვილი.

    დიდუბის რაიონი ყოფილი პროკურორი სალომე ადეიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელმაც უწყება ნეპოტიზმში, შერჩევით სამართალში და სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×