სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

      ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა ბერა ივანიშვილის კრიტიკას ამაზონის ტყის გადასარჩენად თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით.

    როგორც გახარიამ აღნიშნა, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია.

    „ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის ორჯერ უსამართლო, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ხალხნო, წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს არის ის მცდელობა ამოტრიალებული რეალობის, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით რა უნდა დავარქვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, ეს არის უსამართლობა, მიუღებელი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დახარჯა და დღეს ქვეყანას და საგანმანათლებლო სისტემას ეხმარება იმაში, რომ ევროპული, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შევქმნათ მომავალი თაობისთვის.

    ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის რაღაც ჰაერიდან მოტანილი ციფრები. 3 მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული ქველმოქმედებაში. ქველმოქმედების აქტზეც ხდება პოლიტიკური შეტევა", - განაცხადა გახარიამ.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    Nia   (24.10.2019)
    Kvelaze swori xar sul ❤

    boz   (23.10.2019)
    Misham rogor ishova miliardebi obshorsi rom damama da daajda zed da axlac azus

    თემო   (23.10.2019)
    პიტალო, უბრალოდ პიტალო

    ანი   (23.10.2019)
    3 მილიარდი დახარჯო და არ ეტყობოდეს ქვეყანას რა მაგრად უნდა გიჭირდეს ჭკუით,მერე კიდევ როგორ იშოვა რაც აქვს ,მოკლედ წინასწარ განზრახულად ძირავთ ქვეყანას და წინ დახვდება თქვენს მოდგმას ეს ცოდვა.

    ხალხი   (23.10.2019)
    ერთი მაგის დედა მოტყნა მთელმა ერმა და მეორე შენი შე ნაძირალა ფარჩაკო ულოკე ტრაკი არ ეემოგწყრნენ თქვენი არასწორი მოღალატე დედას შესცა მთელმა ქვეანამ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×