სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

      სალომე ადეიშვილის დედა, ლალი თადუმაძე TV პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ სალომეს ამ პრობლემებთან დაკავშირებით არასდროს უსაუბრია.

    მისი თქმით, სალომე დილიდან საღამომდე გასული იყო და სამსახურის ამბებზეც არ საუბრობდა.

    „დილიდან საღამომდე გასული იყო და სამსახურის ამბებზეც ასე არ საუბრობდა. სალომემ პროკურატურის ბუდეს გადაუფრინა მოკლედ და კონკრეტულად" - ამბობს დედა

    ჟურნალისტის კითხვას ვინმე გამოეხმაურა თუ არა მას სახელმწიფო უწყებიდან, ლალი თადუმაძე პასუხობს, რომ არავინ მას არ გამოხმაურებია.

    „ამერიკაში გაფრენის მიზეზიც პროკურატურიდან წამოსვლა იყო, მას გეგმა არ ქონია. უბრალოდ ჯერ გაფრინდა და შემდეგ დადო ეს პოსტი. მან გადაწყვიტა, რომ წამოსულიყო პროკურატურიდან და ეს იყო სწორედ ის მესიჯი რაც მას ჰქონდა სათქმელი. განსაკუთრებული ფაქტორის გამო არ არის ეს გაკეთებული, ეს არის კაი ხნის ნადუღარი",- ამბობს სალომეს დედა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×