სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

     საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინი, წელს მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი ეტაპის მხარდამჭერი გახდა. Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი აბასთუმანში, ასტროფიზიკის ობსერვატორიაში ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა ორი პროექტი: Nature at Work, რომლის მიზანია წყლის გამოყენების მართვის სისტემის შემუშავება და  Ship Сhain - ღია ოკეანეში მყოფთათვის ინტერნეტის მიწოდების ეფექტური მეთოდის მოძებნა. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე გამარჯვებული პროექტებიდან NASA შეარჩევს საუკეთესოებს, Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარსადგენად.  

    NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48 საათიანი ჰაკათონია და მიზნად ისახავს კაცობრიობისთვის გლობალური პრობლემების გადაწყვეტისთვის ინოვაციური იდეების გენერირებას. კონკურსი ერთდროულად ტარდება მსოფლიოს გარშემო და წელს რეკორდი მოხსნა: 29,000 მონაწილე, 80 ქვეყანაში. 

    ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau -სა და ბილაინს შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგარდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭრაზე.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×