სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

      მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პანკისში სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, ხოლო ერთმა სპეცრაზმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს, რომ მან ეს ინფორმაცია სანდო წყაროებისგან მიიღო.

    „სამი სპეცრაზმელი იყო შესული თემირლანთან. თავი ერთმა კი არ უნდა მოიკლას, სამივემ. ეს ინფორმაცია გავრცელდა. მე ვერ ვადასტურებ. მეც მომაწოდოდეს, სანდო წყაროა. თუმცა, რომ დავეყრდნო ამას ვერ გეტყვით. რადგან ჩემ ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    „პრაიმტაიმი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

    „არ ვადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომელიც სპეცრაზმელი თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა" - აცხადებენ სუს-ში.

    შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილს 331-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას, ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Saertod   (23.10.2019)
    Tavis mokvla codvaa! Tu vinmes egeti azrebi awuxebs Samshoblos sheswiros tavi!! SUS gamoavlinos egeti pirovnebebi da gaagzavnos diversiebistvis samachabloshi da afxazetshi!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×