რეზონანსი
23.10.2019

  პირველი ოქტომბრიდან დღემდე ნებართვის გარეშე ტაქსაობისთვის და წესების დარღვევისთვის დღემდე 2 ათასამდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა - ამის შეხაებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გაავრცელა.

მისი თქმით, 700 მძღოლი რეფორმის დაწყების დღეს, პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა. თბილისის მერის თქმით, პარლამენტთან შეთანხმებით პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ მძღოლებს ჯარიმა ერთჯერადი აქტით ჩამოეწერებათ. სხვა დღეებში დაჯარიმებულ მძღოლებზე ჯარიმების ჩამოწერა არ გავრცელდება. კალაძე ამბობს, რომ კანონდამრღვევი მძღოლების დაჯარიმება მომავლშიც გაგრძელდება.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და საპატრულო პოლიციის უფროსს.

წყარო: ნიუპოსტი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×