სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

      ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ - მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს

    დღეს, 11:19 4

    ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი, აუღებელი ხელფასი - ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი ისევ გაიფიცა. ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფო სავალალო მდგომარეობაშია.

    ექიმები 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებასა და კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვს.მედიკოსთა პროტესტის ადრესატი ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდია, რომლის ბალანსზეც ონკოლოგიური საავადმყოფო ირიცხება.

    შეგახსენებთ, დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ონკოლოგიური კლინიკის ექიმები გაიფიცნენ. რამდენიმე კვირის წინ, ექიმები ზუსტად იგივე მოთხოვნებით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. საკითხის მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. მათი განცხადებით, ხელფასების გაცემის თაობაზე მედპერსონალს დამატებითი კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან ექნებოდა. რაც შეეხება კლინიკის დირექტორს, მამუკა გელოვანს, ის თანამშრომლების პრეტენზიებს ამ დრომდე არ იზიარებდა. მისი ინფორმაციით, პერსონალს მხოლოდ მარტის თვის ანაზღაურება ჰქონდა ასაღები, თანხის ჩარიცხვა კი,მათთვის ეტაპობრივად განხორციელდებოდა.

    წყარო: რუსთავი2

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×