სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

     ცნობილი გახდა სასიხარულო ამბავი. თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და სულ მალე მოედანს დაუბრუნდება. 

    „თურქეთიდან მალე გამოვემგზავრები. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა უკვე ჩაიარა და მორჩა – ძალიან გამიმართლა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მალე რეაბილიტაციას დავიწყებ და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში უკვე ვითამაშებ „ლოკომოტივის“ ფორმით, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი გაკეთა. ასევე მადლიერი ვარ ფეხბურთის ფედერაციის, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრების, გუნდების, საქართველოში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელის – ყველასი, ვინც ამ მძიმე პერიოდში გევრდში დამიდგა. მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები“, – განუცხადა "პირველ არხს" მამია გავაშელიშვილი.

    24 წლის მამია გავაშელიშვილი „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და იანვარში სეზონისთვის მზადება გუნდთან ერთად დაიწყო, მაგრამ დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×