რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) "TV პირველის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში" თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო ხანგოშვილი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს პირადად შეხვდა და ესაუბრა.

"სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელები ნიღბებში იყვნენ და ვერავის ამოვიცნობდი. როცა გათენდა და მეზობლის სახლიდან გამოვედი, ჩემს ოჯახში შესვლას და შვილის ნახვას რომ ვითხოვდი, გოგაშვილი დამელაპარაკა. მან მითხრა, აგერ ხომ გახსოვს სალოსის ქუჩაზე რაც მოხდა ხომ იციო, მე ვუპასუხე - კი ვიცი, რა შუაშია აქ სალოსის ქუჩაზე მომხდარი-მეთქი. გოგაშვილმა თითი დამიქნია, ძალიან კარგად იციო, მიპასუხა. ის სპეცოპერაციის დროს არ ყოფილა, დილის 9 საათის შემდეგ მოვიდნენ ჩინოვნიკები.

მაშინ უკვე ნიღბიანები წასულები იყვნენ, დილის 10 საათი იყო. არ ვიცოდი, რომ ის სოსო გოგაშვილი იყო. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ფოტოებზე ამოვიცანი",- აცხადებს მედიკო ხანგოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×