სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

    "ჩვენ სირიის პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ვცდილობთ. არ გვჭირდება სხვისი ტერიტორიები, ყველა ნაბიჯს ძალიან ფრთხილად და წინდახედულად ვდგამთ", - განაცხადა ერდოღანმა.

    რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებები სირია-თურქეთის საზღვარზე შექმნილი მწვავე სიტუაციის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

    9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო" დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ღვთაებრივი ქარი GB   (23.10.2019)
    რატომ არ მიაწვდენს დიპლომატიური წყაროებით ჩვენი ქვეყანა"ხონური დიპლომატიით",დელიკატურად, ტაიპ რეჯებსაც და ვერანა ვოვასაც რომ ურთიერთ ვითომ სტრატეგიულად დაახლოვება, მათ არც ერთს, სასიკეთოს არ მოუტანს, "დაასამარებს" ორივეს ფიასკომდე მიიყვანს მათ დღევანდელ პოლიტიკურ"ჭინთვებს". მათი ,ორი ქვეყნის დღევანდელი ინტერესები , საერთო ჯამში,როგორც არასდროს-პოლარულია . ამ ორ ყოფილ იმპერიას ორას გამანადგურებელ ომზე მეტი აქვთ ერთმანეთთან წარმოებული ბოლო ორი მე 18- 19-საუკუნის განმავლობაში. არც ერთ ქვეყნებთან არ ჰქონიათ ამდენი რაოდენობის ომები.ურთიერთ ნდობა გამორიცხულია ,ფაქტებით, იმდენი აქვთ "ჩაჯმული" ურთიერთთან დახოცილ- წართმეული, ხალხით-მიწებით.ყოველ წამს ურთიერთისადმი ზურგშექცევაა მოსალოდნელი.თურქები ნატოდან გაგდებას და ამერიკელების რისხვას- მოქმედებებით "ეთამაშებიან", ჩრდილოელ იმპერიასაც "დაენძრევა" თავისი "ეშმაკური" თამაშით .პოზიციებსაც დათმობენ ბაზების სახით,მთავრობა შეიცვლება თუ არა სირიაში და თურქბიც ".შემთხვება მიეცემათ თუ არა, და მათი ქვეყნის საჭიროება მოითხოვს, "დაიკიდებენ" , მადაგადაჭარბებულ ულუსის მმართველებს . ჩვენს სტრატეგიულ პარტნორებსაც usa-ს da GB-ს მივაწვდნოთ ჩვენი სტრატეგული ხმა , თურქებსაც "მიაწვენ" და ვოვასაც აუხსნან რომ მათი პოლიციაც იქ არ დაბორიალობს, სადაც საჭიეო არს...ნამეტანი ააღორეს მუცელიც დაა ააქორეს ორთავა მუტანტი არწივის ბეცი თვალები ორდის წარმომადგენლებმა.ერთს "ყბედობენ" ტერიტორიულ მთლიანობაზე და საწინააღმდეგოს სჩადიან, სხვათა მიწებზე....

    მედეა   (23.10.2019)
    ერდოღანი სირიაში შეჭრას რას უწოდებს? რა სამართლებრივი საფუძველი აქვს? ლტოლვილები მოისურვებენ ქურთების ნასახლარზე ცხოვრებას? აფხაზებს თუ ეკუთვნოდათ პუტინისაგან სახელმწიფოს შექმნა, ქურთები 42 მილიონია, იმათ რომ შექმნან სახელმწიფო -რატომ ეწინააღმდეგება ერდოღანი? პუტინს ვერ მიბაძავს? თურქეთიც დაიშლება ო დ ე ს მ ე და რუსეთიც. არ უწერია დიდ დღე მათ მ ე გ ო ბ რ ო ბ ა ს, სირიის ბედნიერება არ ადარდებთ მათ!

    მა მტყუანს?   (22.10.2019)
    არც აჭარაზე გიჭირავს თვალი არა? კაგებეშნიკმა მიშამ ხომ გაჩუქა ათასობით პასპორტი. ვინ იცის როდის გამოიყენებ... პუტინმა ოსებს მისცა. მისმა მოსწავლე სააკიანმა კი შენს მოქალაქეებს და ბომბა ჩადო აჭარაში!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×