სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     ცნობილი გახდა, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს. იგი საავადმყოფოში გუშინ დააწვინეს, 

    ზურა დოიჯაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოშიც აწუხებდა, ოჯახში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, ის გულის შეტევით საავადმყოფოში ადრეც იყო მოთავსებული. 

    როცა კლინიკად გაწერეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სამუშაოდ ისრაელში წავიდა. 

    "რეიტინგი" მომღერალს ისრაელში დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია რატომ გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო. 

    "საავადმყოფოში ვარ, ძალიან სუსტად ვარ. ექიმები ვარაუდობენ, რომ ფილტვების ანთება მაქვს, სხვა არაფერი. ხვალ გადამიღებენ ტომოგრაფიას და გამოჩნდება ყველაფერი - რა მჭირს. 

    ძალიან გავხდი. სამ თვეში 28 კილოგრამი დავიკელი. კიდევ კარგი ექიმებს რომ მოვაკითხე. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მომღერალმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ფიქრია   (24.10.2019)
    ღმერთმა სულ კარგად და ბედნიერად გამყოფოს,გვიყვარხარ ზურა ძალიან ❣💟💞💝


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×