სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ექსპერტიზასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პროკურატურაში ამბობენ, რომ დასკვნა ცნობილი ჯერ არ არის და მხოლოდ დასკვნის შემდეგ გადაწყდება - თამარ საძაგლიშვილს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნება, თუ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის წესით აგებს პასუხს.

    შეგახსენებთ, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

    თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

    ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 30 აგვისტოს შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ის საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

    თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძის განცხადებით კი, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა კიდეც. „იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×