სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) „სწორედ ასეთივე შემართებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე არხზე, სადაც 13 წელია ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს", - ამის შესახებ განცხადებას „რუსთავი 2"-ში დარჩენილი ანი გიუნტერი აკეთებს.

    სატელევიზიო ცვლილებები "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემასაც შეეხო. "დილა მშვიდობისა, საქართველო" პროდიუსერმა ლიკა კინწურაშვილმა, წამყვანმა ეკა სამხარაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. ისინი ახალ ტელეკომპანია "მესამეში" გადავიდნენ. მათ ნაცვლად ეკრანს ბევრი ახალი და რამდენიმე ძველი სახე დაუბრუნდება.

    რაც შეეხება დილის გადაცემის კიდევ ერთ სახეს, ანი გიუნტერს, ჟურნალისტი 13 წლიან კარიერას კვლავ "რუსთავი 2"-ზე აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არხს ისიც ტოვებდა.

    „ეს ზაფხული სატელევიზო ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გამო იყო ძალიან მღელვარე და სანერვიულო, მაგრამ პარალელურად თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვფიქრობდით იმაზე, რომ ემოციებს არ ავყოლოდით. ემოციები საქმიან ურთიერთობებში არასდროს არის მომგებიანი. სწორედ ასეთივე შემართებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე არხზე, სადაც 13 წელია ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს.

    შეთავაზებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან მე დავრჩი იმ არხზე, რომლის ერთგულიც ვარ. ამიტომ აღარ არის საინტერესო, სად და როგორ შეიძლება წავსულიყავი. 2006 წლიდან დილის გადაცემაში ვმუშაობ და ამის გამო ჩემ წილ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ საკუთარ თავთანაც და მაყურებლის წინაშეც. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ ახალ სეზონს ამ არხზე ვიწყებ", - ამბობს ანი გიუნტერი „სარკესთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა   (22.10.2019)
    იდი ნახუი რა. მოვა დრო ყველას გაგაბუნძულებენ მანდედან. მონებო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×