სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ თეგეტაშვილი ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში წერს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტს დაუმალეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის აივ ინფიცირებული იყო.

    „გამარჯობა, მოკლედ ძალიან ბევრი ვიფიქრე და სულ თავს ვიკავებდი აქ დაწერისგან, რადგან ვეძებდი იმ პიროვნებას რომელზეც ახლა დავწერ. არ ეხება კონკრეტულ პროდუქტს მაგრამ ვთვლი რომ უნდა იცოდეთ ის რასაც მე შევესწარი. აგვისტოს თვეში მოვხვდი ბოჭორიშვილის კლინიკაში, მიმღებში იყო ახალგაზრდა ბიჭი რომელმაც უარი თქვა მკურნალობაზე და დატოვა კლინიკა რაღაც მიზეზით. ეს ბიჭი ჩივილებით შევიდა კლინიკაში. გაუკეთეს ანალიზები, ამოუგდო აივი (შიდსი) არ უთხრეს პაციენტს, ისე დატოვა კლინიკა რომ მან არც ანალიზების პასუხი გაიგო და თან ექიმებმა იმართლეს თავი არ გვქონდა თქმის უფლებაო.

    აბა ვინ უნდა უთხრას? საფრთხე როა სხვებისთვისაც და მარტო ეგ არა თვითონ ხო ჰქონდა უფლება სცოდნოდა, რომ სცოდნოდა თავისი დიაგნოზი, მალევე დაიწყებდა მკურნალობას სავარაუდოდ. ის მეორე დღეს სხვა ექიმთან წამსვლელი არ იყო. რატომ უნდა გაუშვა ექიმმა პაციენტი, როცა იცი რასთან გაქვს საქმე და რამდენად საშიშია" - წერს მომხმარებელი.

    "პრაიმტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×