რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) 12 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც, გონიოს დასახლებაში, ზებრა გადასასვლელზე გუშინ მანქანა დაეჯახა.

„მძიმეა მისი მდგომარეობა, მაგრამ სტაბილური", - ამბობენ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში „ბათუმელებთან".

ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, დაშავებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება თავის ტვინის ტრავმით. გოგო კლინიკაში მიყვანის დროს შოკურ მდგომარეობაში იყო.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 12 წლის გოგო ექიმებს კონტაქტური დახვდა.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×