რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ვიწრო წრეში იმართება.

შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რეგიონში ვითარება ძალიან მწვავეა, რის გამოც, თურქეთ-სირიის ორმხრივი შეხვედრა ძალიან საჭიროა.

როგორც მანამდე კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთს სურს მიიღოს ინფორმაცია თურქეთის გეგმებზე სირიაში. პესკოვმა მოლაპარაკებებს რთული უწოდა.

„ძალიან ბევრი თემაა, მოლაპარაკებები ძალიან რთული იქნება, ეს აშკარაა", - განაცხადა პესკოვმა.

თავის მხრივ, როგორც გუშინ თურქეთის ლიდერმა განაცხადა, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში „აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს".

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს საღამოს, თბილისის დროით 23:00 საათზე იწურება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფ სირიელ ქურთებს 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ქურთთა შეიარაღებული შენაერთები აღნიშნულ ტერიტორიას არ დატოვებენ, ანკარა ოპერაციას განაახლებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×