სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის არაა მნიშვნელოვანი, თუ ვის დაკითხავენ სპეცოპერაციის საკითხზე, არამედ მთავარია სახელმწიფომ საკუთარი დანაშაული აღიაროს.

    მისივე თქმით, გარდა სუს-ის უკვე გამოკითხული მაღალჩინოსნებისა, საქმეზე კიდევ ბევრი პირია დასაკითხი.

    „ერთი წელი და ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სუს-მა და სუს-ის მაღალჩინოსნებმა ტერაქტი მოაწყეს პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში. ძალიან ბევრია დასაკითხი და ციხეში ამოსალპობი, ჩიმაკაძეც და ის სვანი პიროვნება სპეცრაზმელი, რომელიც თემირლანთან ოთახშია შესული. სახელებით მე არ ვიცნობ ყველას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უნდა დაიკითხნონ. ჩემთვის არაფრის მომტანია, ვინ დაიკითხება და ვის ამოალპობენ ციხეში, სულ არ მაინტერესებს. მე მინდა, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული.

    იმაში ვდებ ბრალს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახში არაფრის გამო მოაწყვეს ტერაქტი. მე სახელმწიფოს ვდებ ბრალს, ის ნაძირალა ჩიმაკაძე იქნება, თუ მაგათი სპეცრაზმელები იქნებინ, თუ მომინდება, მოვუღებ ბოლოს. მაგრამ მაგაზე არ წავსულვარ და არ წავალ. სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე დანაშაული, ვის დაიჭერენ არ მაინტერესებს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

    „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროს, ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

    სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×