სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) სექსუალური ძალადობა, მათ შორის ბავშვებზე, ოჯახის წევრების, პარტნიორების ან არაპარტნიორების მხრიდან ის საკითხია, რაზეც ქალებს ხმამაღლა საუბარი უჭირთ. თუმცა, საქართველოში მცხოვრები 4 ქალიდან ერთზე მეტს (27%) სიცოცხლის მანძილზე განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა პარტნიორის ან არაპარტნიორის მხრდან, მათ შორის ბავშვობაში.

    ეს ოფიციალური მონაცემებია. ბევრად მეტია ისეთი შემთხვევები, რომლებსაც ვერ ითვლიან.

    25 წლის ანა, „ტაბულასთან" იხსენებს მასზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას.

    - ჩემზე ოჯახური ძალადობის ისტორია როდის იწყება არ ვიცი. ბუნდოვნად მახსოვს როგორ სვამდა მამა, ალბათ 7-8 წლის ვიქნებოდი. დიდი, კერძო სახლი გვქონდა. მახსოვს ხრეშზე მანქანის საბურავების ხმა და ფარების შუქით განათებული ჭიშკარი. მერე მამას მძიმე, არეული ნაბიჯები და აგრესიული სახე, როგორ ათვალიერებდა სახლს, საჩხუბრად საბაბი რომ ეპოვა. მახსოვს დედას რამდენიმე საათიანი ნერვიული მოლოდინი და მისი გათეთრებული თითები ჩემი და ჩემი ძმის კანზე - წინა ხაზზე ჩვენ უნდა წავსულიყავით, თქვენ ისე არ გეჩხუბებათ, როგორც მეო.

    დედას არასდროს უთამაშია ჩემთან. ასეთი ქმარი რომ შეხვდა "ეგეც ჰყოფნიდა და ჩვენი ნერვები აღარ ჰქონდა". მამას "ისე არ ჩხუბი" ჩემთვის სალესი ქვით თავის გატეხვით, ჩემი ძმისთვის კი თავდაყირა ფეხებით დაკიდებით ან ეზოში მთელი ღამე ჯაჭვით დაბმით მთავრდებოდა. თუმცა მე გოგო ვიყავი და ცემის გარდა სხვა "სარგებელიც" მქონდა.

    არ მახსოვს პაპამ როდის დაიწყო ჩემზე სექსუალურად ძალადობა, შეიძლება 7 წლის ვიყავი, შეიძლება 10-ის. მხდიდა, თამაშობდა ჩემით და ბოლოს მეუბნებოდა, პირდაპირ ჩემი ხელიდან ჩაბარდები ქმარს ქალიშვილიო. ამაზრზენად იცინოდა მერე. ვერც ვხვდებოდი რას აკეთებდა, უბრალოდ მოფერება მეგონა სანამ არ წამოვიზარდე და არ გავიაზრე, რა ხდებოდა. აუტანელი ზიზღი გამიჩნდა მისი და საკუთარი თავის მიმართ.

    დასრულება მახსოვს - ინსულტი დაემართა, ნახევრად პარალიზდა და ფიზიკურად ვეღარ მეხებოდა. მაშინ 12 წლის ვიყავი. მახსოვს ისიც, როდის მოკვდა. 15 წლის ვიყავი, ტელეფონით შეგვატყობინეს, დედაჩემის სახლში ვიყავით. ბებომ უთხრა, ხედავ, კარმა არსად მიდის, შენ რომ გეფათურებოდა, ისე მოკვდა, შვილიშვილს ერთი ცრემლი არ ჩამოვარდნიაო.

    ადგილზე გავიყინე. თურმე დედამ იცოდა, რასაც წარმოადგენდა პაპა და ხმას არ იღებდა. არათუ ხმას არ იღებდა, ყოველ შაბათ-კვირას ძალით მაგდებდა მის სანახავად, მამაშენს ესიამოვნება რომ აკითხავო. მაშინ გავიაზრე, რომ ერთადერთი მსხვერპლი არ ვიყავი. მანამდე არ მიფიქრია, კიდევ რამდენ ქალს, გოგოს, ბავშვს ექცეოდა ასე ან ცდილობდა მაინც.

    რამდენიმე ფსიქოთერაპევტთანაც ვიყავი. ერთმა მითხრა, იქნებ უბრალოდ გეხუტებოდა და შენ მოიგონეო, მეორემ - ყურადღებას ხომ არ იქცევ ასეო. სურვილიც აღარ გამჩენია სხვასთან მისვლის. ყველაზე რთული ნაწილი ესაა ძალადობის ისტორიებში.

    ტაბულა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ბარნაბა ხონელიძე   (22.10.2019)
    რა უნდა თქვა?ფუი თქვენი ოჯახი მოვტყან!:(

    status quo   (21.10.2019)
    ფუ თქვენი უზნეო ოჯახი რო მოვტყან.

    დ.ჯ.   (21.10.2019)
    ვერ გავიგე პაპა იყო მოძალადე თუ მამა,გასაგებად გადმოეცით ჯობია

    777   (21.10.2019)
    ხანდახან თქვენი გაზეთიც გამოურევს სისულელეს!ეს რა დასაჯერებელი ტუტუცური ამბავია........


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×