სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე „თბილისოს" მღერის, რასაც ფეისბუქის მომხმარებლების ნაწილისგან უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

    "ქორწილში სიმღერა და ცეკვა რა სასაყვედუროა?! მართლა ვერ ვხვდები, რა მოხდა ასეთი, ძალიან რომ შეგაშფოთათ. არ მითხრათ, რომ თქვენ ფრიდონ სულაბერიძის გასმები გაქვთ ან იამზე დოლაბერიძის სინაზით გაიგოგმანებთ. ვერც ჰამლეტ გონაშვილის ხმით მოგვხიბლავთ და ვერც ნანი ბრეგვაძესავით დაგვიტკბობთ სმენას. ჰოდა, ქორწილში სიმღერა და ცეკვა თუ დაგვრჩა პრობლემად, კი გვიცხოვრია ედემში და რაღას წუწუნებთ?! ქორწილია რა! ვისაც როგორ ემღერება და ეცეკვება, ისე იმღეროს და იცეკვოს, რამ შეგაწუხათ?! ციციკორეობიდან რომანოზ ტკბილმოუბარობამდე ამაღლდით?"- წერს ბონდო მძინარაშვილი.

    შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ „თბილისო" ერევანში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში შეასრულა.

    ქორწილში ასევე იმყოფებოდნენ, უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე და ბექა ოდიშარია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    777   (21.10.2019)
    მართალი ხარ ბატონო ბონდო,მარა ამ დამპალმა ნაცმაცუნებმა ამ ქრონიკულმა ჩირქგროვებმა სხვა რა უნდა თქვან!ეს ჩვენი ქვეყანა რომ დაიქცეს ეს გველები სიხარულით გადაირევიან!რა კატეგორიაა ასეთი მოუშორებელი ჭირი არ ვიცი!

    Gela   (21.10.2019)
    ვაი თქვენს პატრონს სამღერად გაქვთ საქმე მარა თქვენ კი გაქვს სამხიარულოდ საქმე თქვენ ა დებილმა ამომრჩეველს იკითხოს ტრაკში კურკლი რო უხმება


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×