სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში 82 წლის ბაბუას მიერ შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

    როგორც "კურიერთან" ოჯახის ნათესავი ლალი არქანია ამბობს, მომხდარს დაჭრილის მეუღლე შეესწრო. მისივე თქმით, კონფლიქტი ოჯახური იყო.

    მეზობლების განცხადებით, შემთხვევის შესახებ ხმაურის შემდეგ გაიგეს. გამოძახებულ პატრულს ბაბუა სახლში დახვდა.

    დაზარალებულს სამედიცინო დახმარება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუწიეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    მომხდარზე გამოძიება მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×